logo_geo
მამუკა კვარაცხელია: ტაძრის და სტადიონის დანგრევა არავის შერჩენია
- +

12 სექტემბერი. 2019. 23:48

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, უეფა-ს მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„GEORGIA ONLY COUNTRY IN THE WORLD-WHERE „BUSINESSMAN“ CAN CRASH STADIUMS AND DO BUSINESS...

 

გიხაროდენ ბედნიერო ქართველო ერო: ქართული ფეხბურთის მტერს, მიშა სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ფეხებიც ვერ მოჭამეს - საბურთალოზე სტადიონიც(!) დაანგრია, სპორტული დარბაზიც(!) და 4 გასახდელიც! გიულიმ 300 ბავშვი ქუჩაში გააგდო! იმ უბნიდან, რომელსაც - საბურთალო ჰქვია!

 

უვარგისო გრიშა ვაშაძევ და ჩასაფრებულო უნიათო პოლიტიკოსებო! თქვენი ხმა აღარ გავიგონო-არარატთან რატომ წააგეთო! იმიტომ, რომ ერევანში 21 (!) ახალი საფეხბურთო მოედანი გააკეთეს, მაშინ, როცა თბილისში 45 საფეხბურთო მოედანი დაანგრიეთ! რომ არა სფფ და პირადად ლევან კობიაშვილი - საერთოდ უმოედნოდ დარჩებოდა ქალაქი!

ტაძრის და სტადიონის დანგრევა არავის შერჩენია!“ - წერს მამუკა კვარაცხელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი