logo_geo
რატი ბრეგაძე: მინდა გამოცხადებული ნდობისათვის დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
- +

13 სექტემბერი. 2019. 00:08

 

„მეგობრებო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სითბოსა და გამოხატული ნდობისათვის, რაც უდიდესი სტიმული და პასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიდი ბედნიერებაა, იყო იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მზად არიან ემსახურონ სამშობლოს და უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

 

თავდაცვის სამინისტროში მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა საქართველოს სადარაჯოზე მყოფი ყოველი ჯარისკაცისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მარადიული ხსოვნის წინაშე.

 

მინდა გამოცხადებული ნდობისათვის დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც ბოლომდე იხარჯებიან. მე მჯერა თქვენი თანადგომის ძვირფასო მეგობრებო.

 

ვემსახურებით საქართველოს“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

 

 

big_banner
არქივი