logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: United და Delta Airlines საქართველოში საავიაციო და ტურისტულ ინფრასტრუქტურას ადგილზე შეისწავლიან
- +

13 სექტემბერი. 2019. 22:27

 

 

„United და Delta Airlines საქართველოში საავიაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ადგილზე შეისწავლიან“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტს ეხება. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა.

 

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება პოზიტიურად შევაჯამოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი. მათ, ვისაც ავიაციის ინდუსტრია ესმით და აქვთ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება, დაგვეთანხმება რომ წარმატებული პირველი შეხვედრის შედეგი ასეთია - საქართველოსადმი ინტერესი გაჩენილია, ორივე ავიაკომპანია იწყებს მიღებული ინფორმაციის საფუძვლიან შიდა ანალიზს და დაიგეგმება მათი ვიზიტი საქართველოში საავიაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ადგილზე შესასწავლად,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა თავის პოსტში. „ამერიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება არც თუ ისე იოლი ან სწრაფი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ამბიცია იყოს პირველი რეგიონში და საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოიყვანოს ამერიკული, ე.წ. Legacy Carrier როგორიც არის Delta ან/და United Airlines. ამიტომაც შეხვედრები, რაც კეთდება, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - შედეგს და პროცესების დაჩქარებული ვადებით მართვას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საზოგადოებაში დიდი პოზიტივის მატარებელია ის აქტივობები, რასაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სფეროს განსავითარებლად ახორციელებს“, - წერს ქვრივიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი