logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: დღეს, 14 სექტემბერს, კახა ქორიძის დაბადების დღეა... ვულოცავთ!
- +

14 სექტემბერი. 2019. 18:29

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვულოცავთ!

 

დღეს, 14 სექტემბერს, დაბადების დღე აქვს კახა ქორიძეს.

 

ის ყველას კარგად ახსოვს ფილმიდან „ღიმილის ბიჭები“ - თემური. ზოგიერთი დღესაც თემურს უძახის. ესეც მისი აღიარებაა. აღიარება კი ნამდვილად არ აკლია კახას. ის შესანიშნავი არქიტექტორი და მრავალი საინტერესო პროექტის ავტორია. მხატვრულად გააფორმა 30-მდე სპექტაკლი; გაფორმებული აქვს სამი ფილმი; მონაწილეობას იღებდა საქართველოს მეტეოსადგურების მშენებლობაში; მათ შორის მამისონის, როკის და გოდერძის უღელტეხილებზე; ასევე, 14-სართულიანი ლაბორატორიული კორპუსის მშენებლობაში; მონაწილეობდა განათლების სისტემის რეფორმაში; მის მიერ შემუშავებული იქნა ეკონომიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, სოფლისა და სატყეო მეურნეობების, ენერგეტიკის, ურბანიზაციისა და მშენებლობის დარგებში მნიშვნელოვანი კონცეფციები და კანონპროექტები; დააფუძნა „სამეფო სახლის საერთაშორისო ფონდი“; გამოსაცემად მოამზადა ისტორიული წიგნი „საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე“; მინიჭებული აქვს დიდებული თავადის წოდება; განხორციელებული აქვს საინტერესო პროექტები არქიტექტურაში, ქანდაკებაში, არქეოლოგიაში, ჰერალდიკაში, თეატრსა და კინოში. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: „დიმიტრი II“ (1982), „რბოლა“ (1997); გადაღებულია ფილმებში: „ერთხელ“ (საბა, 1962), „ღიმილის ბიჭები“ (თემური, 1969).

 

კახა ქორიძე არის საქართველოს და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სამეფო სახლის კანცლერი (2009 წლიდან).

 

მისი სიმდიდრე მისი შესანიშნავი დიდი ოჯახია, 6 შვილი, შვილიშვილები. მეუღლე თამარი 2010 წელს გარდაიცვალა“, - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი