logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: ვუძღვნი ერთ ჩემს პაციენტს, რომელიც გუგლავს სიმპტომს, ისვამს სასტიკ დიაგნოზებს და ამ აღმოჩენისგან ხდება ცუდად
- +

18 სექტემბერი. 2019. 14:18

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პაციენტს სტატუსსა და სიმღერას უძღვნის. მისი პაციენტისთვის დამახასიათებელი ქცევა, სავარაუდოდ, ბევრი თქვენგანისთვის იქნება ნაცნობი.

 

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ის იძიებს ინფორმაციებს, საკუთარ თავს უსვამს სასტიკ დიაგნოზს და შემდეგ ამ აღმოჩენისგან ცუდად ხდება.

 

„ამ კლიპს, რომელიც ექიმებმა ჩაწერეს თავიანთი გუგლოქონდრიით შეპყრობილი პაციენტებისთვის, ვუძღვნი ერთ ჩემს პაციენტს, რომელიც გუგლავს სიმპტომს, იძიებს ინფორმაციებს და ისვამს სასტიკ დიაგნოზებს, მერე ამ აღმოჩენისგან ხდება ცუდად, დავავალე, ჯერ ერთი, ნუ შობი მასე და მერე მეორე, შემოიხედე ჩემს კედელზე და ამ სიმღერას მოუსმინე-მეთქი. სხვებსაც არ გაწყენთ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე და საზოგადოებას ამ სიმღერის მოსმენას სთავაზობს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი