logo_geo
გია გაბრიჭიძე: ახლა მამისმინეთ, ჩემო „ყველაფერჩკებო“...
- +

18 სექტემბერი. 2019. 15:26

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ ნინო წილოსანმა ამ შეწყალებებზე დაწერა პოსტი, სადაც გამოხატა თავისი აღშფოთება ამ გაურკვეველი აქტის მიმართ და თქვა, რომ - თუ მათი შეწყალებისას შეცდომა იქნა დაშვებული, დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს ის (კომისია) ადამიანები, რომლის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუდევრობითაც მოხდა ეს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში.

 

რა თქმა უნდა, „ჩვენმა“ „ყოვლისმცოდნე ექპერტებმა“ არ დაიზარეს, შეესივნენ წილოსანის გვერდს და დაიწყეს მისი მასობრივი ბულინგი იმ საბაბით, რომ დეპუტატმა როგორ არ იცის, კომისია დიდი ხანია გაუქმებულიაო და შემდეგ როცა ტექსტი ჩასწორდა, ამაზეც „გამოხატეს“ თავიანთი „მრავალმხრივი პოზიცია“.

 

ახლა მამისმინეთ, ჩემო „ყველაფერჩკებო“ - თქვენ ხომ იცოდით, რომ შეწყალების კომისია აღარ ფუნქციონირებდა? რატომ არ აღშფოთდებოდით ამ მართლაც უაზრო გადაწყვეტილებაზე? თუ ელოდებოდით, იქნებ ვინმეს შეეშალოს და მაშინ უტუტუტუს ვიზამო, ჰაა?

 

ხომ ხართ ასეთი მუხლჩაუხრელი მებრძოლები, დავაი, დასცხეთ იმათ, ვინც პრეზიდენტს ის სია მოუმზადა. ახლა არ მითხრათ, რომ პრეზიდენტი ზის და ყველა პატიმრის საქმეს გულდასმით სწავლობსო.

 

ვიღაც ხომ აძლევს იმ ფურცელს, სადაც ეს ყველაფერია ჩამოწერილი და რაღაც გარკვეულ განმარტებებსაც იძლევა. რა განმარტებებს იძლევა, რამდენად კეთილსინდისიერია ეს და როცა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ, აუცილებლად რომ უნდა გადაამოწმო, ეს სხვა საქმეა და ზუსტად ამაზე თქვა წილოსანმა, რომ ის ტიპები უნდა მოშორდნენ იქაურობას.

 

მოკლედ რომ ვთქვა, ამ თავდასხმაში ცოტა ფსიქოლოგიური მომენტებიც არის, მაგრამ ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას.

 

პოსტის ჩასწორებასთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ „პირველი კომენტარი იმან ისროლოს, ვისაც თავისი დაწერილი არ ჩაუსწორებია“, - წერს გაბრიჭიძე.

 

„პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება პირადად ჩემთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. თუ მათი შეწყალებისას შეცდომა იქნა დაშვებული, დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს ის (კომისია) ადამიანები, რომლის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუდევრობითაც მოხდა ეს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში.

 

საზოგადოების აღშფოთება სრულიად სამართლიანია...“ - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

big_banner
არქივი