logo_geo
ლაშა ბერულავა: „უკვე სასაცილოც აღარ არის“ - ენმ, გაიგე?
- +

15 ნოემბერი. 2016. 15:23


ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:

 

„მეორე არხზე იყო 90-იან წლებში - ეკრანზე ამოსაცნობი სიტყვა ჩნდებოდა, შეგეძლო დაგერეკა და ასო გეთქვა, ან მთლიანად სიტყვა. ერთხელაც ამოსაცნობია ს*****ი და რეკავს ვიღაც, სკამიო. არაო, წამყვანმა უთხრა, არაა სკამიო. ცოტა ხნის მერე ისევ იმან დარეკა და ამბობს: „სკამი!"

-არა, ბატონო, ხომ გითხარით უკვე, არაა სკამი!

 

გადის კიდევ ორი წუთი, ვიღაცამ „ზ" დაასახელა და ჩაჯდა, ახლა ასე გამოიყურება ამოსაცნობი სიტყვა: „ს**ზ**ი".

 

ისევ ის ძველი ტიპი რეკავს და ისევ სკამიო, ამბობს.

 

წამყვანი პასუხობს, მაგრამ ასე:

 

- უკვე სასაცილოც აღარ არის...

 

ენმ, გაიგე?" - წერს ბერულავა.




 

big_banner
არქივი