ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:
„მეორე არხზე იყო 90-იან წლებში - ეკრანზე ამოსაცნობი სიტყვა ჩნდებოდა, შეგეძლო დაგერეკა და ასო გეთქვა, ან მთლიანად სიტყვა. ერთხელაც ამოსაცნობია ს*****ი და რეკავს ვიღაც, სკამიო. არაო, წამყვანმა უთხრა, არაა სკამიო. ცოტა ხნის მერე ისევ იმან დარეკა და ამბობს: „სკამი!"
-არა, ბატონო, ხომ გითხარით უკვე, არაა სკამი!
გადის კიდევ ორი წუთი, ვიღაცამ „ზ" დაასახელა და ჩაჯდა, ახლა ასე გამოიყურება ამოსაცნობი სიტყვა: „ს**ზ**ი".
ისევ ის ძველი ტიპი რეკავს და ისევ სკამიო, ამბობს.
წამყვანი პასუხობს, მაგრამ ასე:
- უკვე სასაცილოც აღარ არის...
ენმ, გაიგე?" - წერს ბერულავა.