logo_geo
მაია კახიძე: დღეს განსაკუთრებით ვარ ბედნიერი!
- +

26 სექტემბერი. 2019. 19:34

 

ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს განსაკუთრებით ვარ ბედნიერი!

 

მეგობრებო, უამრავი პრობლემის მიუხედავად, დავასრულე მერვე წიგნი, დოკუმენტური პროზა. პრობლემებში მხოლოდ ჯანმრთელობას ვგულისხმობ. ჩემს მეუღლეს ყურადღება და თანხაც ესაჭიროება, ონკოლოგია არ კითხულობს გაქვს თუ არა, მაგრამ სწორედ წერამ გადამატანინა ამდენი რამ: დისშვილი ლეიკემიით, მოხუცი დედა და მეუღლე კიდევ, მაგრამ ქართველი ქალი უძლიერესია. აი, ფაქტი, ერთ წელიწადში ორი ახალი წიგნი დავწერე. პოეტური კრებულიც მზად არის და ოქტომბერში ისიც დაადგება სტამბის გზას.

 

ასე, რომ, ნოემბრის დასაწყისში ვგეგმავ პრეზენტაციას და წიგნების წარდგენაზე, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით გეპატიჟებით.

 

პროექტები საკმაოდ ბევრი მაქვს, ღმერთმა მომცეს განხორციელების ძალა და თქვენი თანადგომაც, ჩემო ძვირფასებო. წუწუნი არ მიყვარს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს გამომცემელს ხვიჩა ყალაბეგაშვილს, ხარჯის დაფარვას რომ მაცდის ხოლმე და რედაქტორს - მარინა თექთუმანიძეს, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა. წინასიტყვაობის ავტორი კი მაყვალა გონაშვილი გახლავთ. დიდი მადლობა ამ შესანიშნავ სამეულს.

 

ესეც ჩემი დიდი სიხარული. ისე, მწერალს რომ ამბობენ ჩემზე, დღემდე ვღელავ, იმიტომ, რომ ბევრს მავალებს“, - წერს კახიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი