logo_geo
ქეთევან ბაკარაძე: მე და ჩემმა ოჯახმაც 26 წლის წინ დავტოვეთ სოხუმი...
- +

27 სექტემბერი. 2019. 13:21

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„26 წელია, შორიდან ვიხსენებთ ქალაქს, რომელიც ყველა ჩვენგანის სულის ნაწილია, რომლის დაცემამ ახალი სამწუხარო რეალობა შექმნა და დროებით გაგვყო, გვატკინა ძალიან და ერთმანეთის უსასრულო მონატრება გვასწავლა.

 

26 წელია, გვენატრება მშობლიური ქუჩების ხმაური, მაგნოლიის სურნელი, თოლიები და ზღვა, რომელიც იქ სულ სხვა ფერია...

 

26 წელია, იქაც ისევე ტკივათ ჩვენს მეზობლებს, როგორც ჩვენ, იქაც ისევე ენატრებათ სოხუმის მზით განათებული უბნები, როგორც აქ - ჩვენ, ენატრებათ იმიტომ, რომ ჩვენი, ყველას წინააღმდეგ იბრძოლეს მაშინ.

 

მე და ჩემმა ოჯახმაც 26 წლის წინ დავტოვეთ სოხუმი იმ ათასობით ადამიანთან ერთად, რომელთაგან ბევრი დღემდე ინახავს იქ დატოვებული სახლის გასაღებს...

 

26 წლის წინ სოხუმი დაეცა, 29 სექტემბერს - ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

 

სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.

 

ქედს ვიხრი ყველა დაღუპულის წინაშე, მათი ხსოვნა მარადიულია, ისევე როგორც მარადიულია ჩვენი ერთად ყოფნა და ამის შეცვლა მხოლოდ დროებით შეუძლიათ და არა სამუდამოდ.

 

26 წლის წინ ჯვართამაღლების დღესასწაულზე დაკარგულ ქალაქს და ჩვენს თანამემამულეებს აუცილებლად დავიბრუნებთ მშვიდობით და საქართველოს სხვა ქალაქებში დაბადებული სოხუმელებიც იგრძნობენ იმ სითბოს, რომელიც ჩვენ 26 წელიწადია, მონატრებას გვაძლებინებს“, -  წერს ბაკარაძე.

 

https://www.facebook.com/pg/ketevanbakaradzeofficial/photos/?ref=page_internal

 

 

big_banner
არქივი