logo_geo
ბესო ჩუბინიძე: მოგვითმენია და კიდევ მოვითმენთ ცოტას-აც...
- +

27 სექტემბერი. 2019. 13:32

 

 

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძეს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს 27 სექტემბერს - სოხუმი დაეცა.... მე მახსოვს სოხუმი, მე მახსოვს გუმისთა, მე მახსოვს ჩემი ბიჭები, მე მახსოვს ეშბას ქუჩა და ის ლამაზი, ცისფერთვალება 17 წლის გოგონაც, მსხალი რომ ჩამიყარა „რუკზაკში“ - პოზიციაზე გასვლის წინ და 2 დღის შემდეგ, ამავე ქუჩაზე, პურის ქარხნის გვერდით ყუმბარის ნამსხვრევისგან მკვდარი რომ ვიპოვე და დავმარხე. მე მახსოვს ეს ყველაფერი და მე მახსოვს ჩემი შეწირული ახალგაზრდობა... და მე ვერ ვხვდები - რატომ?! რომელი საქართველოსთვის? ასეთი, დღეს რომ გვაქვს?... არა! ა-რა! არა-თქო!!!

 

P.S. მოგვითმენია და კიდევ მოვითმენთ ცოტას-აც...“ - წერს ჩუბინიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი