logo_geo
კახა კალაძე: 26 წლის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი
- +

27 სექტემბერი. 2019. 14:25

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„26 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 300 ათასამდე ადამიანი დევნილად აქცია.

მაგრამ, ერთია, თუნდაც ყველაზე შემზარავი, სტატისტიკა და მეორე - რეალობა: დაკარგული სოხუმი, გადამწვარი სახლ-კარი, გაუბედურებული ოჯახები, ბავშვობაწართმეული პატარები, ახალგაზრდა ქვრივები, უიმედობა და სასოწარკვეთილება… 26 წლის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი და დაგვანახა, რომ განვითარება და წინსვლა არის იქ, სადაც მშვიდობაა, სადაც ადამიანები საკუთარ კერაზე ცხოვრობენ, სადაც თეთრი სანაპიროა და ზღვა მშვიდი...

დიდება და პატივი ჩვენს გმირებს!

მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი!“ - წერს კალაძე.

 

 

big_banner
არქივი