logo_geo
ნანა კუხალაშვილი: მაყურებელს ამ უმძიმესი კადრებისთვის ხშირად ვერ ვიმეტებდი...
- +

28 სექტემბერი. 2019. 20:50

 

ჟურნალისტი ნანა კუხალაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სიმბოლურია, რომ აფხაზეთის ომი ჯვრის თაყვანისცემის დღეს დაიწყო და ჯვართამაღლებას, სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

1993 წლის 22-23 სექტემბერი. აფხაზეთის ომის ტკივილიანი დღეების და ცოცხალი, ცნობილი და უცნობი, გმირების ისტორიები. ამ დღეებში აფხაზეთში გადაფრენა სიკვდილის ტოლფასი იყო! ჩვენი თვითმფრინავიც ჩამოსაგდებად იყო განწირული. ეს ამბავი აეროპორტში მყოფმა ყველა მეომარმა იცოდა. სოხუმში დაშვებისას მოწინააღმდეგე ძალამ ყველა თვითმფრინავი ჩამოაგდო. გენერალი ნაირაშვილი 7 საათის განმავლობაში არწმუნებდა მაშინდელ ქალაქის მერს თემურ შაშიაშვილს ამ საშიშროების შესახებ... ღვთის შეწევნით და მეუფე კალისტრატეს ლოცვის მადლით უვნებლად დავეშვით ბაბუშერას აეროპორტზე... 2 დღის შემდეგ სოხუმიდან ქუთაისში თვითმფრინავით დაბრუნება, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ გვითხრა, ჩვენი გადარჩენის ნულ ხარისხს უდრიდა. აქ უკვე მეუფის კურთხევას დავემორჩილე. ჭუბერით წამოსვლაზე უარი ვთქვი და ისევ ერთად გადმოფრენა ვარჩიე... მაყურებელს ამ უმძიმესი კადრებისთვის ხშირად ვერ ვიმეტებდი... არც ჩემთვისაა მარტივი იმ ჯოჯოხეთური დღეების გახსენება!

 

P.S. მადლობა ზაზა ყიფიანს მეომრების სიმღერის უნიკალური ჩანაწერისთვის!“ - წერს კუხალაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი