logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ეს არ არის ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე ნაკლები უბედურება!
- +

28 სექტემბერი. 2019. 23:05

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო...

მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა...

ჩაგვრის, დამცირების, დაცინვის გამო... ასე გაშინაურებული ბულინგის გამო...

ეს არ არის ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე ნაკლები უბედურება!

 

მაშინაც ვწერდი და ამ 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტელეგადაცემებშიც გავიმეორე, რომ ჩვენ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა საშინელებამ უნდა დაგვაფიქროს, უნდა ვიმოქმედოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მოზარდებში აგრესიული ფონის ზრდას და აუცილებელია სახელმწიფო პროგრამების მომზადება ამ აგრესიული ფონის შესამცირებლად!

 

ეს აგრესია უკვალოდ არ იკარგება; ის სიცოცხლეს ითხოვს მსხვერპლად და ეს მსხვერპლი მოზარდია!

 

დღეს - სხვისი, ხვალ კი - შენი შვილი!

 

თუ მივაყურისძირებთ, ეს აგრესია არსად გაქრება და კიდევ არაერთ სიცოცხლეს შეიწირავს!

 

ეს ორი მოზარდი პრესტიჟულ სკოლაში არ სწავლობდა და არც მათ სიკვდილში მონაწილენი არიან ცნობილთა და გავლენიანთა შვილები.

 

ალბათ ამიტომაც არ არის რეზონანსული მათი სიკვდილი.

 

ეს კი ჩვენი საზოგადოების დიდი ტრაგედიაა!

 

ვიმეორებ: ამ ტრაგედიამ რაღაც უნდა გვასწავლოს!

 

აუცილებელია თითოეული ჩვენგანის, მათ შორის, ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობა ამ აგრესიული ფონის შემცირებაში!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი