logo_geo
ეკა ხოფერია მაია ასათიანს: მე გიხდი ბოდიშს...
- +

24 თებერვალი. 2017. 15:00



„ესაა გოგო, რომელმაც ყველაფერს თავისით მიაღწია, რომელიც 24 საათი შრომობდა, შრომობდა პროფესიისთვის, შრომობდა შვილისთვის. სულ ნუცა ჰყავდა გვერდით, სულ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ეკა ხოფერია მაია ასათიანის შესახებ წერს.

 

„ესაა ადამიანი, რომელიც პირველი გიდგას გვერდში, მით უფრო, თუ ეს შვილებს ეხება. არ ვიცი მე მასზე კეთილი და უბოროტო. და არ ვიცი, ასე რამ დაგვაუძლურა, რომ ამხელა სიყვარულის მიუხედავად, ვერაფრით დავეხმარეთ. ყველა კრიტიკისთვის, ყველა წყენისთვის და ყველა გულის ტკენისთვის მე გიხდი ბოდიშს, რაც შენ და შენს გამო ნუცამ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შვილია, ამ წლების მანძილზე მიიღეთ. გაცილებით მეტია ადამიანი, ვისაც უყვარხარ და ეს სიყვარული გაგაძლიერებს, მაიკო", - წერს ეკა ხოფერია.


 

big_banner
არქივი