logo_geo
ლაშა ჟვანია: უწმინდესი სწრაფად ვერ დადის, მაგრამ ბატონ ბიძინაზე დაყრდნობილმა მაინც მიაცილა იგი ლიფტამდე
- +

24 თებერვალი. 2017. 17:27



პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პატრიარქმა შეხვედრაზე არ მიიღო და ივანიშვილმა საპატრიარქო 15 წუთში დატოვა.


„მე თუ მკითხავთ, როდესაც ნახულობ ახალნაოპერაციებ ადამიანს, რომელიც ამ წნეხის პირობებში მართავს ეკლესიას, ეს ყველაზე ადეკვატური და გონივრული დროა. ალბათ ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა, დიდი ხნით არ შეეწუხებინა უწმინდესი. მეტსაც გეტყვით, მოგეხსენებათ, უწმინდესი სწრაფად ვერ დადის, მაგრამ ბატონ ბიძინაზე დაყრდნობილმა მაინც მიაცილა იგი ლიფტამდე. უწმინდესს სტუმრებთან დახვედრის და გაცილების ასეთი ფორმა მუდმივად აქვს", - წერს ლაშა ჟვანია.




 

big_banner
არქივი