logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: ქართული მემკვიდრეობის დღე თუ დაცვა, მე ასე მესმის!
- +

30 სექტემბერი. 2019. 22:06

 

ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ რამდენიმე დღის წინ Facebook-ში მქონდა პირდაპირი ჩართვა ბრუკლინ-ჰოლიდან, სადაც ქართული მემკვიდრეობის დღე მიმდინარეობდა.

 

აღმოვაჩინე, რომ ჩართვის დასაწყისში, დაახლოებით 3-წუთიანი მონაკვეთი ხმაგათიშული იყო (muted). ანუ, მოქმედება მიდიოდა და ხმა კი არ ისმოდა.

 

აღმოჩნდა, რომ სიმღერის „ჰერიო ბიჭებოს“ საავტორო უფლება ჰქონდა შეძენილი რაღაც მუსიკალურ კომპანიას, სახელად UMG (Universal Music Group).

 

ეს კომპანია ერთ-ერთია იმ სამი უმსხვილესი მუსიკალური კომპანიიდან, როგორებიცაა „სონი“ და „უორნერ მიუზიკ“.

 

გავაპროტესტე და მივწერე Facebook-ს, რომ ეს სიმღერა საგმირო სიმღერაა, სახალხოდ ქცეული, რომ მუსიკა ეკუთვნის გია ყანჩელს, სიტყვები მორის ფოცხიშვილს და ფილმში „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (მაშინდელი სათაურით „რაიკომის მდივანი“) არის გამოყენებული.

 

დავუდასტურე დოკუმენტურად, რომ მაშინდელი კინოსტუდია „ქართული ფილმი“ საბჭოთა დოტაციაზე, გადასახადის გადამხდელთა მიერ ფინანსდებოდა, არ იყო კერძო სინდიკატი და ამიტომაც, არ შეიძლება ამ ფილმებში გამოყენებულ რაიმე სეგმენტზე კომერციული უფლება მიმაგრებოდა.

 

შედეგი სახეზეა, - 9-დღიანი გამოძიების შემდეგ, Facebook მწერს, რომ UMG-მა მიიღო ჩემი სადავო სარჩელი და ამ ვიდეოს მოუხსნა თავისი პრეტენზია თუ მოთხოვნები.

 

ქართული მემკვიდრეობის დღე თუ დაცვა, მე ასე მესმის!“ - წერს კაჭახიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი