logo_geo
ბაკურ სვანიძე: აი, ასეთ ნატანჯ კაცს დასცინით, არაადამიანებო?
- +

30 სექტემბერი. 2019. 23:40

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ადრე მიშა სააკაშვილის ინტერვიუ მაქვს წაკითხული, უცხოელმა ჟურნალისტმა ჩამოართვა და თარგმნილი იყო და გამოქვეყნებული. ჟურნალისტი ეკითხება - რომელი იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეო?

 

ეს პასუხობს - სოხუმის დაცემის დღე იყო ჩემთვის ყველაზე მძიმედ მოსაგონებელი და ძლივს გადავრჩიო!

 

ჟურნალისტმა - მისტერ სააკაშვილი, ნუთუ თქვენ პირადად მონაწილეობდით ამ ომშიო?

 

ამან - არა, მე მაშინ ამერიკაში ვიყავი და ეს ამბავი რომ გავიგე სიცხემ ამიწია და ძლივს გადავრჩიო!

 

აი, ასეთ ნატანჯ კაცს დასცინით, არაადამიანებო?“ - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

 

big_banner
არქივი