logo_geo
მარი ნაკანი ნიკა გვარამიას: რადგან სტატუსის ქვეშ დამბლოკეთ, აქ გაგცემთ პასუხს...
- +

1 ოქტომბერი. 2019. 02:00

 

ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბატონო ნიკა გვარამია, რადგან სტატუსის ქვეშ დამბლოკეთ და იქ ვერ გწერთ პასუხს, აქ გაგცემთ.

 

რაო გუჩიმ, მოგიხადათ უკვე ბოდიში თავისი უნიჭო ქასთინგის გამო?

 

მართლა როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ? ყოვლად დაუშვებელია მსოფლიო პოდიუმზე გამოიყვანო ასეთი უშინაარსო და უშნო გოგო რაა, ბოლოსდაბოლოს, ჯერ ხომ თქვენთვის უნდა ეკითხა!

 

ის კი არა, პედრო ალმადოვარიც უნდა დავაყენოთ კუთხეში, რანაირ ქალებს ირჩევს, რა წესია?

 

მოდით, ოფიციალური წერილი მივწეროთ მსოფლიოში სულ ყველაა სააგენტოს, რომ ნიკა გვარამიას გარეშე არც ერთი ქალი აღარ აღიარონ.

 

მერე რა, რომ ყველას თავისებური ხედვა აქვს, მერე რა, რომ მხატვარს აქვს უფლება დახატოს ის, ვინც უნდა. მთავარია, ნიკა გვარამია რას იფიქრებს! ის ხომ დიდი ექსპერტია“, - წერს ნაკანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი