logo_geo
ნინო უზნაძე: ჟიული შარტავას უკანასკნელი სურათი თავის სიცოცხლეში...
- +

1 ოქტომბერი. 2019. 15:19

 

 

ნინო უზნაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1993 წლის სექტემბერია (რიცხვი, სამწუხაროდ, ზუსტად არ მახსოვს). ბ–ნი ჟიული შარტავა ერთი დღით არის ჩამოსული სოხუმიდან პასტუხოვთან შესახვედრად, ამ შეხვედრაზე მიიჩქაროდა სწორედ, როცა „იმელის“ შესასვლელთან ბადრი ვადაჭკორია დავინახეთ, სურათის გადაღების მომენტი ვერ დავაფიქსირე, ის კი მახსოვს, როგორ გამოემართა ბადრი ჩვენკენ და ბატონ ჟიულის უთხრა – ვინ იცის, რა ისტორიული კადრი გადავიღეო. იმ საღამოს ბატონი ჟიული სოხუმში დაბრუნდა და რამდენიმე დღეში საზარელი ამბავიც გავიგეთ. ეს სწორედ ის ისტორიული კადრია – ბატონი ჟიულის უკანასკნელი სურათი თავის სიცოცხლეში“, - წერს უზნაძე.

 

 

 

big_banner
არქივი