logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ნაცები დეგენერატები ხართ
- +

1 ოქტომბერი. 2019. 21:11

„ნაცები და მათი ანასხლეტები რაც მეტი ენერგიით აგინებთ გიგა ბოკერიას, ირმა ინაშვილის კვალდაკვალ – მით უკეთ გაარჩევენ მის პარტიას თქვენი პარტიისგან“, - ამის შესახებ „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა როცა მიშას „რუსთავი 2“ აღარ არსებობს (მნიშვნელოვანწილად მიშასვე დამსახურებით), ამ გინების მარგი ქმედების კოეფიციენტი, მნიშვნელოვნად გაზრდილია.

 

რომ არ ვიცოდე, რომ დეგენერატები ხართ და თავს მაინც ვერ შეიკავებთ, არ გეტყოდით – მაგრამ ვიცი, რომ დეგენერატები ხართ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი