logo_geo
გია მურღულია: გია ყანჩელი ქმნიდა სამყაროს, რომელშიც ადამიანსა და დროს ემეგობრებოდა
- +

2 ოქტომბერი. 2019. 10:56

 

 

 

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ღმერთი ხანდახან თავისი მიუწვდომელი და იდუმალი წიაღიდან უცნაურ სინათლეს გამოაჩენს, რომ ადამიანი ჩვეულებრივზე მეტად დააფიქროს ცხოვრების საზრისზე. ეს სინათლე სიკვდილით მოდის - რა დამთრგუნველი და რა დიადია ის!

 

„ღმერთო, ვინ მიჰსწვდეს შენგან ქმნილს, მისს ფერ უთვალავს შვენებას, სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას“. (გრიგოლ ორბელიანი)

 

„ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“. (ვაჟა-ფშაველა)

 

სიკვდილი ნათელს ჰფენს ცხოვრებას - საბოლოო სიცხადეს ანიჭებს მას.

 

ჩვეულებრივ, ეს ასეა.

 

თუმცა, ძალიან იშვიათად სხვაგვარადაც ხდება - ზოგჯერ ადამიანი ანიჭებს აზრს სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. საოცარი ის არის, რომ არც პირველი ეწინააღმდეგება და არც მეორე.

 

დღეს საქართველოს ერთი ასეთი კაცი აღარ ჰყავს - კაცი, რომელმაც მუსიკას დუმილის სიმაღლე მიანიჭა.

 

გია ყანჩელი ქმნიდა სამყაროს, რომელშიც ადამიანსა და დროს ემეგობრებოდა.

 

ახლა ის მარადისობის მეგობარია“,- წერს მურღულია.

 

 

 

big_banner
არქივი