logo_geo
„აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებო“ - გია ყანჩელმა ფილმი „შინდისი“ მუსიკალურად გააფორმა
- +

2 ოქტომბერი. 2019. 16:29

 

„შინდისის გმირების“ პროექტის ავტორი და ფილმის პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი გია ყანჩელის გარდაცვალებას ეხმიანება და მასთან შეხვედრას იხსენებს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

 

„როდესაც ბატონ გია ყანჩელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „შინდისის გმირების“ მუსიკალურად გაფორმება ვთხოვე, მიპასუხა, – მაჩვენე ფილმის შავი მონტაჟი, თუ ჩემი თავი დავინახე, აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებ და თუ ვერ დავინახე საკუთარი თავი, მილიონი რომ გადამიხადო, ვერ გავაკეთებო!

 

მეორე დღესვე დავუტოვე ფილმი. იმავე ღამეს, გვიან მირეკავს. მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთ წინადადებას მეუბნება: ხვალ დილით, 11 საათზე გელოდები, ჩემთან სახლში.

 

მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. „შინდისის გმირების“ პირველ ნაწილს ლეგენდარული გია ყანჩელის მუსიკა ამდიდრებს!

 

მაესტრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდად განისვენეთ!“ – წერს მინაშვილი.

 

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

 

 

 

big_banner
არქივი