ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეგე, თუ ცრუობს!
მას უშლიდნენ, ებრძოდნენ, ეკამათებოდნენ, უკრძალავდნენ, მაგრამ არავის ეპუებოდა, გადაიცვამდა ხოლმე გლახაკის ტანისამოსს და ჩუმ-ჩუმად დაიპარებოდა ეკლესია-მონასტრებში!
600 ეკლესია კი ფარულად იმიტომ აღაშენა, რომ ხელი არ მოეჭრათ, რატომ კარგი აგიგიაო!“ - წერს ზედელაშვილი.