logo_geo
ელისო კილაძე „რუსთავი 2“-ს: მე არ მოვალ თქვენს დასაცავად აქციაზე!
- +

22 ნოემბერი. 2016. 12:28


 

„ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ს მიმართავს:

 

„ვუყურებ „რუსთავი 2"-ის დაცვის ისტორიას და კადრშიც არ ვჩანვარ. პასუხი ვიცი - ბოკერიას განკარგულებაა ჩემი ეკრანიდან მოხსნა. ვერ მაპატია მიშას დაცვა.

 

მე არ მოვალ თქვენს დასაცავად აქციაზე - მე ვიცავდი დამოუკიდებელ მედიას და ახლა უკვე აბსოლუტურად სულერთია, ბოკერია გააკონტროლებს ამ ტელევიზიას თუ ხალვაში, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს მეძახის დღემდე.

 

ნოდარ მელაძე,  დიდი მადლობა!

 

და თქვენ, ჩემო მეგობრებო „რუსთავი 2"-დან, თავის მართლებას ნუ დაიწყებთ - მინდა, თქვენი პატივისცემა შევინარჩუნო!

 

P.S. დავწერე, წავშალე, ბოლოს მაინც დავწერე", - წერს კილაძე.

 

 

 


 




 

big_banner
არქივი