logo_geo
ნინო მიქიაშვილი: დაჩაგრულსაც ღირსეულად იცავს და იქვე მათრახის მსუბუქად გადაკვრასაც არ ერიდება
- +

4 ოქტომბერი. 2019. 23:33

 

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მუდამ ქართულად საუბრობს - უცხო-უცხო სიტყვებს არასდროს იყენებს; უტაქტო გამოხდომებზე ისეთი პასუხი აქვს, ენა მუცელში უვარდებათ; დაჩაგრულსაც ღირსეულად იცავს და იქვე მათრახის მსუბუქად გადაკვრასაც არ ერიდება. არა აქვს მნიშვნელობა ამას თანაგუნდელთან მიმართებაში აკეთებს, თუ ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს. 2012 წლიდან მოყოლებული ერთადერთი უცვლელი მინისტრია. ათასი ლაფი და ტალახი ასხეს, იმ იმედით, რომ წყობიდან გამოიყვანდნენ და აიყოლიებდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად - მაგრად დგას და თან უპასუხოდაც არავის ტოვებს. რაც ძალიან მთავარია - ტრადიციებსაც ღირსეულად იცავს და ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკიდრეობასაც, თან მრავალი წელია“, - წერს მიქიაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი