logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: მაშ რატომ ვზეიმობთ 9 აპრილს დამოუკიდებლობას და 25 თებერვალს რატომ აღვნიშნავთ ოკუპაციას?
- +

5 ოქტომბერი. 2019. 01:27

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მაჩაბლის ქუჩაზე, ოლიმპიური კომიტეტის შენობის წინ ქართველ ოლიმპიელთა მემორიალია. ყველა ქართველი (საქართველოს და საქართველოს სსრ -ს მოქალაქეები, რომლებიც ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. გამიკვირდა, მათში არსენ მეკოკიშვილი ვერ ვნახე. მივხვდი, რადგან ის მოსკოვის სპორტული კლუბის წევრი იყო, იმიტომ, მაგრამ არის ერთი კურიოზი: მაშინ ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო იყო სსრკ-ს დროსაც დამოუკიდებელი? მაშ რატომ ვზეიმობთ 9 აპრილს დამოუკიდებლობას და 25 თებერვალს რატომ აღვნიშნავთ ოკუპაციას? თან მთავარია ერთი: არსენ მეკოკიშვილი საქართველოს სსრ -ში დაიბადა, ე.ი. იყო საქართველოს მოქალაქე. აბა შეხედეთ: გელა კეტაშვილი, რომელიც სსრკ ნაკრების წევრია და მიიღო სსრკ-ს გუნდური ოქროს მედალი, ის აღნიშნულია და არსენ მეკოკიშვილი არა? რომელიც ჩემპიონი დამოუკიდებლად გახდა. ვინ ჰვყავდა ასეთი გოლიათი, რომელიც 40 წლის ასაკში 1952 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა? მეორედაც გახდებოდა ოლიმპიური ჩემპიონოი რომ მოეთმინა ქართველი კაცის შეურაცხყოფა და არ ელეწა რუსი პოლიტმუშაკისათვის. არ დავივიწყოთ ჩვენი გმირები. მისნაირი სხვა არ გვყავს. მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს. ვინ გვიშლის მისი გვარის დაფიქსირებაში ამ მემორიალზე? თუ მაინც ჩავაცივდებით მოსკოვის გუნდის წევრობას და რსფსრ-ს სახელით გამოსულად ვაღიარებთ მას, მაშინ სსრკ-ს ნაკრების გუნდური ოქროსმედალოსანი ჩემპიონები ჩამოხსენით. როგორ? არსენ მეკოკიშვილი არ იყოს და სსრკ ფეხბურთის ან სხვა გუნდური ოლიმპიური ოქროს მფლობელი იყოს? ლოგიკა არ მესმის. ესეც სსრკ ალმასის ფონდის ოქროა, რუსეთი რომ შეგვედაოს? ან ვაღიაროთ, რომ ჩვენი ოლიმპიელებისათვის სსრკ სამშობლო სახელმწიფო იყო, რომელიც შეიცავდა ოკუპირებულ საქართველოს, რომელიც არ იყო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, ან თუ საქართველოს სსრ-დ ვაღიარებთ საზღვრად, უარი ვთქვათ სსრკ გუნდურ ოქროს მედალოსნებზე. რაც არასწორი მგონია. არსენ მეკოკიშვილი ერთ-ერთი უპირველესი და ლეგენდარული ოლიმპიელია“, - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი