logo_geo
ირმა ინაშვილი: ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც...
- +

25 თებერვალი. 2017. 19:05


 

პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღეს ბევრი გაიხსენებს მარო მაყაშვილს, რომელიც ეკატერინე გაბაშვილის (ეკატერინე თარხან-მოურავი) შვილიშვილი იყო. ჩვენ წავიკითხავთ ამაღლებულ სტატუსებს მარო მაყაშვილის გმირობაზე,  თავგანწირვაზე... და არავის გაახსენდება მისი ბებია... ცნობილი მწერალი ეკატერინე გაბაშვილი, იგივე თარხან-მოურავი, რომელიც პატარა მაროს მაგიდის გადასაფარებელზე  უქარგავდა ფრაზებს: „გიყვარდეს სამშობლო", „იცოდე: ვისი გორისა ხარ"... და ასე აზიარებდა სამშობლოს სიყვარულს. ჩვენ გავიხსენებთ მარო მაყაშვილს...  მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ,  ვინც კომედიურ გადაცემებში არ მოერიდება არც მარო მაყაშვილის და არც პაატა სააკაძის გაშაყირებას.  სხვათა შორის,  ეს პაატა სააკაძე არც ავადმყოფობას მოუკლავს და არც უბედურ შემთხვევას. მამამისმა ის სრულიად გააზრებულად შეწირა სამშობლოს... და ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ლამის 450 წლის მერეც პაატა სააკაძის მამას დააფურთხებს და მოღალატის იარლიყს არ მოაშორებს... ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ჯანმრთელი შვილები სამშობლოსთვის  გავწიროთ?! არ შეგვიძლია. სამაგიეროდ,  ვინც გაწირა, იმას საუკუნეების მერეც გავაკრიტიკებთ, აბუჩად ავიგდებთ. ვაი,  რომ ჩვენ ხშირად ცინიზმით, ნამდვილი გმირების, თუ უბრალოდ, წარმატებული ადამიანების დაცინვითა და ქილიკით ვფარავთ საკუთარ სისუსტეებს... ვაი, რომ ჯერ გულს ვატკენთ კაცს და მერე მის პანაშვიდზე ყველაზე დიდი თაიგულით მივრბივართ. რაღაცა უნდა შევცვალოთ ჩვენშიც და ჩვენს გარეთაც,  საზოგადოებრივ ცხოვრებაში... ადამიანურ ურთიერთობებში... თორემ ჩვენზე დიდი მტერი არც ჩვენს ისტორიას ეყოლება და არც თანამედროვეობას", - წერს ირმა ინაშვილი.



 

big_banner
არქივი