logo_geo
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი: ამაზე ჩვენი მხრიდან დუმილი არის დანაშაული
- +

6 ოქტომბერი. 2019. 01:01

 

 

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მიუხედავად არაერთი მოწოდებისა და ქართველი ხალხის სამართლიანი აღშფოთებისა, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო ორგანიზებას უწევს „ევროპული მემკვიდრეობის დღეების” ფარგლებში მსვლელობას და ჩვენს ძირძველ, ქართულ-ქრისტიანულ სიწმინდეს და კულტურულ მემკვიდრეობას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს როგორც ალბანურს და მათი წინაპრების მემკვიდრეობას ამით აზერბაიჯანული მხარე უხეშად და უტიფრად არღვევს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმს და ბზარს უჩენს ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ამაზე ჩვენი მხრიდან დუმილი არის დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე და ეს შემგუებლური პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ყოვლად მიუღებელია!“ - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

 

 

big_banner
არქივი