logo_geo
"ქართული მარში": მხოლოდ ჩვენს ეკლესიას შეუძლია დავითგარეჯას გადარჩენა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 01:42

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში" დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში  საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდებს, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია გამოხატოს.   

როგორც "ქართული მარშის" განცხადებაშია აღნიშნული, მარშის წევრები გეგმავენ გარეჯის გადასარჩენად აქტიური მოქმედებები დაიწყონ.

"უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვთხოვთ ეკლესიას დააფიქსიროს თავისი მკაცრი და ურყევი პოზიცია დავით გარეჯასთან დაკავშირებით, რადგან მხოლოდ ჩვენი ეკლესია დარჩა ის ერთადერთი მაშველი, რომელსაც შეუძლია დავითგარეჯას გადარჩენა!!! ჩვენი ისტორიული ტერიტორიის გადარჩენა თითოეული საერო თუ სასულიერო პირის მოვალეობაა და ჩვენ მზად ვართ ჩვენს ეკლესიასთან ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ოკუპაციისგან!!! დიდი მადლობა მარნეულის და ხუჯაბის ეპისკოპოს მეუფე გიორგის, რომელმაც უკვე დააფიქსირა თავისი მამულიშვილური პოზიცია!!! ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს გარეჯის გადასარჩენად!!! “ქართული მარში” მთელი შემადგენლობით მზადაა დაიცვას გარეჯი - ამ დღეებში ჩვენი ახალგაზრდები დაიწყებენ აქტიურ მოქმედებებს ამ მიმართულებით !!! უფალი იყოს ჩვენი მფარველი !!!", - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე. 

 

 

big_banner
არქივი