logo_geo
ბონდო მძინარაშვილი კახა კალაძეს: ამ გადაწყვეტილებით უკვე ჩაეწერე ოქროს ასოებით თბილისის ისტორიაში!
- +

6 ოქტომბერი. 2019. 13:35

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კახა კალაძე, უსაქმოდ რა გაგაძლებინებს, მაგრამ ამიერიდან სულ რომ აღარაფერი გააკეთო, ამ გადაწყვეტილებით უკვე ჩაეწერე ოქროს ასოებით თბილისის ისტორიაში!

 

ძალიან გამახარა ამ ამაგდარი და ღვაწლმოსილი ხალხის დაფასებამ!

 

გიოზალ დუმოევი – „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს;

 

გივი მამულაშვილი – „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული;

 

ავთანდილ კობახიძე – თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს;

 

ვალერიან მეთაფლიშვილი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს;

 

როგნეტა კუჭავა – ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს;

 

მეია მეგრელიშვილი – თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი;

 

ნიკოლოზ ლეკიშვილი – თბილისის ყოფილი მერი.

 

დიდი მადლობა ყველას თბილისობის დღესასწაულისთვის!

 

ბატონო ნიკო, სულით და გულით გილოცავთ საპატიო მოქალაქეობას!“ - წერს მძინარაშვილი.

 

„თბილისობის“ გალა კონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი