logo_geo
მურმან ჯინორია: სახელი და გვარი გია ყანჩელი სამუდამოდ უკვდავი დარჩება მსოფლიო ხელოვნების მწვერვალებზე
- +

7 ოქტომბერი. 2019. 01:03

 

„არიან ადამიანები, რომლებიც აკლდებიან ქალაქს და მთელ ქვეყანას, თუმცა გია ყანჩელი მთელ მსოფლიოს დააკლდა“, - წერს მსახიობი მურმან ჯინორია სოციალურ ქსელში და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იგი გრძნობდა სამყაროს გულისცემას და ქართულ სულიერებაში ატარებდა ყველა ნოტს, ამიტომ იყო მისი ხელოვნება ყველასთვის ახლობელი.

 

მე, როგორც მუსიკის არაპროფესიონალს, მაინც მგონია, ვინც კი მომისმენია, მათ შორის ასეთ დრამატურგიულ მუსიკას ვინმე ქმნიდეს. მის მუსიკაში, ბგერების მიღმა სიუჟეტს კითხულობს ადამიანი. ძალიან განვიცდი და ვწუხვარ, ჩემი უფროსი მეგობრის დაკარგვას, რომლისგანაც მუდამ ვგრძნობდი კეთილგანწყობას.

 

მადლობა, ღმერთს, რომ მთელი 35 წლის მანძილზე მომიწია ბატონ გიასთან ერთად რუსთაველის თეატრში მოღვაწეობა.

 

სახელი და გვარი გია ყანჩელი სამუდამოდ უკვდავი დარჩება მსოფლიო ხელოვნების მწვერვალებზე“, - წერს ჯინორია.

 

 

big_banner
არქივი