logo_geo
ლია ტოკლიკიშვილი: ძალიან დიდი გამბედაობა უნდა, რომ ასეთი ნამდვილი ფაქტებით აჩვენო რუსი სალდაფონის ღორული სახე
- +

7 ოქტომბერი. 2019. 02:23

 

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შინდისის გმირებიდან“ მოვედი და დამხრჩვალი ვარ. ჩემს გვერდზე მჯდარი პატარა ბიჭი, რომელსაც ერთი ხელით გოგო ჰყავდა ჩაბღუჯული, მეორე ხელს თვალებზე ჩუმად ისვამდა... ძალიან დიდი გაბედვა უნდა იმას, რომ ასეთი ნამდვილი ფაქტებით აჩვენო რუსი სალდაფონის ღორული სახე და თავისი ქვეყნის გამო ერთნაირად გაალმასებული ბიჭების სიკვდილის ისტერიკა. მადლობა დიტო ცინცაძეს, ირაკლი სოლომონიშვილს, ყველას.

 

და კიდევ ერთი, ძალიან მთავარი: ფილმი იწყება განცხადებით, რომელმაც ძალიან დამაფიქრა: ფილმი დაფინანსებულია სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით. ხომ უნდა ძალიან დებილი იყო, რომ ასეთი ფილმის მხარდამჭერ სახელმწიფო სტრუქტურებს პრორუსობა დააბრალო და იმას ანტირუსობა, რომელმაც შინდიდის გმირები, კიდევ სხვა სოფლებისა და სახლების გმირები არყით გალეშილ რუს აფიცრობას შეატოვა და თვითონ თბილისისკენ უკანალში წიხლების რტყმით გამოიპარა. ამგვარი აზრების ტიტანებს არ მოგნიშნავთ“, - წერს ტოკლიკიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი