logo_geo
ქართულად ამღერებული გერმანელები - „ჭრელო პეპელა“
- +

7 ოქტომბერი. 2019. 22:01

 

 

გერმანიაში გათხოვილი ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის გერმანელ მუსიკოსებთან ერთად ქართულ სიმღერას - "ჭრელო პეპელას" ასრულებს.  
 

"გულწრფელად მითხარით, როგორი ამაყი უნდა იყოს ქართველი ქალი (ამ შემთხვევაში მე), როდესაც მასთან ერთად... მის გვერდზე მდგარი ორი გერმანელი "გიგანტი" მამაკაცი, მშობლიურ სიმღერაზე მეორე ხმასა და ბანს ინაწილებენ და ეს ყველაფერი ხდება სტუმარი ბატონის, ჰარტმუდის აკომპონიმენტით. უზომოდ ვამაყობ ჩემი ქართველობით და რასაკვირველია ჩემი შეუდარებელი მეუღლით, რადგანაც ამჯერად მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი სტუმარი, 2 ნოემბერს, მეზობელი ქალაქის ტაძარში, თავის ახალგაზრდულ საგუნდო კაპელასთან ერთად (ჩვენი კავკასიური ორკესტრის თანხლებით) უამრავი გერმანელი მაყურებლის წინაშე ქართულად ამღერდება", - წერს ბელა მახარაძე.

ქართველი მევიოლინე ბელა მახარაძე გერმანიაში მოღვაწეობს და მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ხშირად მართავს კონცერტებს სამშობლოში. მისი მეუღლე გერმანელი კომპოზიტორი უვე ბერკემერია. მათ ორი შესანიშნავი შვილი ჰყავთ.

 

 

 

 

big_banner
არქივი