logo_geo
ქუთაისის თოჯინების თეატრის რემონტი, შენობის სიძველის გამო გაჭიანურდა
- +

8 ოქტომბერი. 2019. 00:09

 

 

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სრული რეკონსტრუქციის დასრულების ზუსტი ვადები ჯერ კიდევ უცნობია. რემონტი დემონტაჟს და შენობის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობდა. სარემონტო პერიოდი 135 დღეს შეადგენდა.

რეკონსტრუქცია ორი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც თეატრში განმარტავენ, შენობის სიძველის გამო, იმაზე მეტი სამუშაო გახდა ჩასატარებელი, ვიდრე ეს გათვალისწინებული ჰქონდათ.
თოჯინების თეატრში სეზონი ჯერ არ გახსნილა. რემონტის დასრულებას ელოდებიან. თეატრი ახალ სეზონი სპექტაკლით „ჩხიკვთა ქორწილი“ დაიწყებს.

ქუთაისის თოჯინების თეატრის რემონტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 534 650 ლარი გამოყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოჩი“ ასრულებს. 

 

 

big_banner
არქივი