logo_geo
არჩილ გამზარდია: დიდი ალბათობაა იმისა, რომ ოხანაშვილი შიშობს, რა ჩვენებას მისცემს დაკავებული დეკანოზი
- +

26 თებერვალი. 2017. 15:10



„ეჭვი იმისა, რომ პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხში მისივე დაცვის უფროსი იყო გარეული, უფრო და უფრო ძლიერდება", - ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.


„მან ერთ-ერთ ტელეკომპანიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც საღამოს გავა ეთერში. ადვილად პროგნოზირებადია, რაზე იქნება იქ საუბარი. სავარაუდოდ, ის პატრიარქის ქორეპისკოპოსს პატრიარქის წინააღმდეგ თუ დასდებს ბრალს, ასევე პატრიარქის თანაშემწეს, რითიც შეეცდება პირიქით, შეატრიალოს პატრიარქის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული მოსაზრება და თემა და ყურადღების ცენტრი, დაკავებული დეკანოზიდან და თავისი შესაძლო ჩართულობიდან, ასევე მიტროპილიტ პეტრედან, მიტროპოლიტ დიმიტრიდან და ა.შ. გადაიტანოს სრულიად სხვა მიმართულებით; დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაცვის სამსახურის უფროსი შიშობს, რა ჩვენებას მისცემს დაკავებული დეკანოზი; ეს ჩვეულებრივი საინფორმაციო ომის ნაწილია იმის პარალელურად, როდესაც პროკურატურა პასიურად გამოხატავს პროცესების შეახებ ინფორმაციას.

 

ეს ფორმულა, რითიც გარკვეული ჯგუფი დაუკავშირდა მედიასაშუალებას, მანამდე გაავრცელა ინტერვიუ სოლიდურ გამოცემაში და ა.შ. ცნობილი ფორმულაა პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიისა, რისი მიზანიც პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის გამოძიების ხელის შეშლა და საინფორმაციო ომი შიდა პოლიტიკური ჯგუფებისათვის ბიძგის მისაცემად უნდა იყოს. დიდი ფიქრი არ უნდა იმას, რომელი პოლიტიკური ჯგუფები შეიძლება იყვნენ მოწადინებულები დღეს სახელმწიფოს შეუშალონ გამოძიებაში ხელი და გამოიყენონ პროცესი პარტიული პოლიტიკური მიზნებისათვის.

 

ახალი არაფერია - კლასიკური პროპაგანდისტული საინფორმაციო ომი სინოდის რამდენიმე წევრის, რომელიც ჯამში ერთის გარშემო არიან წარმოდგენილი და მასთან დაახლოებული ჯგუფისა პატრიარქისა და მისი მხარდამჭერი პირების მიმართ.

 

პროკურატურას ვთხოვდი და მოვუწოდებდი მეტ ოპერატიულობას, მისი თითოეული წუთის დუმილი გამოძიების წინააღმდეგ და საზოგადოების დეზორიენტაციისაკებ იქნება გამოყენებული", - წერს არჩილ გამზარდია.


 

big_banner
არქივი