logo_geo
გიორგი ფოფხაძე: რა ხმაურია ამ უდიპლომო დეპუტატებზე?
- +

26 თებერვალი. 2017. 17:12



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„რა ხმაურია ამ უდიპლომო დეპუტატებზე? სხვათაშორის ევროპარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ახლა ევროდეპუტატ მარტინ შულცს (შესაძლებელია გერმანიის მომავალ კანცლერს) განათლების გრაფაში არასრული საბაზისო განათლება უწერია, ხოლო გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი არასრული განათლებით ტაქსის მძღოლი იყო. არანაირი დიპლომი არ გააჩნია საფრანგეთის მემარცხენე ბლოკის ლიდერს ჟანლუკ მელანშონს, ფრანგ ევროდეპუტატ მიშელ რივასის... სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ აქ ქართული ფხუკიანობა და დიპლომის მონობაა პრობლემა და არა ვინმეს უდიპლომობა", - წერს გიორგი ფოფხაძე. 


 

big_banner
არქივი