logo_geo
როი აბუსელიძე: ცამდე იმედგაცრუებული ვარ...
- +

11 ოქტომბერი. 2019. 17:15

 

 

პოეტი როი აბუსელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყებეს:

 

„მე, პირადად არასდროს არაფერი მითხოვია ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუ გუშინდელ გამონაკლისს არ დავუშვებთ.

 

აჭარაში, ამოდენა აჭარაში, ორად ორი მოწვევა გამოგზავნეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან ჩემსა და გენრი დოლიძის სახელზე. ალბათ, ხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვან ამბავზე მაქვს საუბარი და რაოდენ საგულისხმო და სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლდათ ეს საკითხი ამ კუთხისათვის, ლიტერატურული აჭარისთვის, თუმცა, ვერც განათლების სამინისტრომ და ვერც მერიამ ვერ გამონახა იმის საშუალება, რომ დაეკმაყოფილებინათ ჩვენი მოთხოვნა.

 

აქ არანაირი პასუხი და მიზეზი არ არსებობს თქვენი მხრიდან, არ მივიღებთ უბრალოდ, დაუშვებელია!!!

 

ეგრე გააგრძელეთ, თქვენ არ გიყვართ ლიტერატურა, პროზა, პოეზია, მწერალი, უფრო მეტიც - ფეხებზე გკიდიათ...

 

უნდა მეთქვა, აუცილებლად უნდა მეთქვა!

 

ცამდე იმედგაცრუებული ვარ“, - წერს აბუსელიძე.

 

 

big_banner
არქივი