logo_geo
გენრი დოლიძე: რაც თავი მახსოვს, ჩვენთვის ეს კარი დაკეტილი იყო, ის კარი დაკეტილი იყო, რა ხდება?
- +

11 ოქტომბერი. 2019. 17:15

 

 

პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შარშან ლამის მილიონიან დელეგაციაში ფრანკფურტის ფესტივალზე ერთი ბათუმში მცხოვრები ავტორიც არ იყო.

 

წელს მიგვიწვიეს მე და როი, მაგრამ ხელისუფლებამ ნწუო ფული არ არისო... ადრე უნდა გეთქვაო... 6 წლის წინ რომ გზის ფული გთხოვეთ ერევნის ფესტივალისთვის სამი თვით ადრე (300ლარი), ის ხომ დაგვიფინანსეთ?

 

გურულის ანეკდოტის არ იყოს, სანამ ხიდან ჩამოვარდებოდა, მანამდე ხომ არ მოვიყვანდით საავადმყოფოშიო.

 

როცა მოგვიწვიეს, მაშინ მოგმართეთ... არადა, ჯამში ერთი მოკრძალებული სამთავრობო ბანკეტის ფულს ვითხოვდით - 5000 ლარს.

 

რაც თავი მახსოვს, ჩვენთვის ეს კარი დაკეტილი იყო, ის კარი დაკეტილი იყო, რა ხდება? რა მოქმედებაა? რა ვითარებაა?“ - წერს დოლიძე.

 

 

big_banner
არქივი