logo_geo
ირაკლი ბათიაშვილი: დღეს სტრასბურგიდან შეტყობინება მივიღე...
- +

11 ოქტომბერი. 2019. 17:30

 

 

პოლიტიკოსი ირაკლი მათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს სტრასბურგიდან შეტყობინება მივიღე. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემი მისამართით ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის „სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებისა“ და უმნიშვნელოვანესი პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოთი დაუმტკიცდა ჩემი სახით პოლიტპატიმრის არსებობა!

 

სტრასბურგის გადაწყვეტილება მთლიანად აჩვენებს იმდროინდელი ხელისუფლების სისტემის რეალურ ავტორიტარულ სახეს.

 

ჩემ ოჯახს, ჩემ ადვოკატებს, ჩემ მეგობრებს, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ხალხს, რომელიც ჩემ გათავისუფლებას ითხოვდა რუსთაველის გამზირზე, ვულოცავ ამ გამარჯვებას!“ - წერს ბათიაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი