logo_geo
მაია ბათიაშვილი: ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში მოვიგეთ!
- +

11 ოქტომბერი. 2019. 18:02

 

 

ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს  აქვეყნებს:

 

„დიდება უფალს!

 

ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში მოვიგეთ! სტრასბურგმა 11 წლის ფიქრის მერე ირაკლი გაამართლა!

 

ბევრი გვეუბნებოდა, გვირჩევდა, აქ მოგვეთხოვა სამართალი, მაგრამ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ სტრასბურგს გამოეტანა გამამართლებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ახლა უკვე სტრასბურგში შეიქმნა პრეცედენტი და სხვაც რომ დადგეს ასეთი უსამართლობის წინაშე, მას ჩვენი გამარჯვებული საქმე ზურგს გაუმაგრებს.

 

უფალი მაღალია და სამართლიანი. მართალ, უდანაშაულო, სუფთა ადამიანს, რაც არ უნდა ტალახი ესროლონ, არ გაისვრება. მისი მცველი თავად ღმერთია!

 

გილოცავ, ჩემო სანუკვარო, ჩემო ირაკლი! შენი გამარჯვება, ქართველი ერის კიდევ ერთი გამარჯვებაა ბოროტებაზე!“ - წერს მაია ბათიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი