logo_geo
ქეთევან ციხელაშვილი: 12 ოქტომბერი გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა
- +

12 ოქტომბერი. 2019. 21:11

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„12 ოქტომბერი გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა. სამ წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, ამ უმძიმესი ფაქტიდან. გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას.

 

კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა“, - წერს ქეთევან ციხელაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი