logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: 14 ოქტომბერს ფრანგულ რადიოში საქართველოზე მომზადებული გადაცემის პირველი სტუმარი ვიქნები
- +

13 ოქტომბერი. 2019. 13:42

 

 

14 ოქტომბერს ფრანგულ რადიოში საქართველოზე მომზადებული გადაცემის პირველი სტუმარი სალომე ზურაბიშვილი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

 

„14 ოქტომბერს ფრანგულ რადიოში France Bleu, საქართველოზე მომზადებული გადაცემის Embarquement immédiat პირველი სტუმარი ვიქნები.

 

„გადაცემა, მთელი კვირის განმავლობაში, ფრანგ მსმენელს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტურიზმის, გასტრონომიისა და მოგზაურობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და ვიქტორინის საშუალებით, საქართველოს საგზურს გაათამაშებს.

 

უცხოურ მედიაში ასეთი ტიპის გადაცემები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ტურისტების მოზიდვასა და ქართული ეკონომიკის გაძლიერებას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

big_banner
არქივი