logo_geo
ირაკლი შონია: მეხის გავარდნას ჰგავდა მერაბ კოსტავას სიკვდილი! 13 ოქტომბერს წვიმდა... წვიმდა დაკრძალვის დღესაც...
- +

13 ოქტომბერი. 2019. 19:10

 

 

„13 ოქტომბერს მართლაც მეხის გავარდნას ჰგავდა მერაბ კოსტავას სიკვდილი ბორითთან! ცა დაიმეხა სრულიად საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ერთად!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სულ მაინტერესებდა თვითონ თუ გაუფიქრებია სად დაეწეოდა მას სიკვდილი და ბედისწერა როგორ უმუხთლებდა?...

 

მერაბ კოსტავა მუდამ დარჩება როგორც ძალიან სპეტაკი, სუფთა და თავად იდეა თავისუფლების! სული ქათქათა და ერთ-ერთი ჩაუქრობელი კაშკაშა მეტეორი! მაგალითი იმისა თუ თითოეულმა ჩვენთაგანმა როგორ უნდა იცხოვროს, რა გზით იაროს და ემსახუროს სამართლიანობას!

 

მერაბი როგორც ხელშეუხებელი მოწამე და ისეთივე მაღალი როგორც ჩვენი კავკასიონი!

 

უკეთილშობილესი ოჯახის პირმშო და მართლაც ძალიან დიდბუნებოვანი შვილი ჭეშმარიტი ინტელიგენტის ოლღა დემურია-კოსტავასი!

 

მან ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც გაუსაძლის უამრავ განსაცდელს გაუძლო, უამრავი სულიერი ტრამვა და ფათერაკი გადაიტანა, მაგრამ შეუდრეკელი დარჩა „ძე ქარიშხლისა“! წავიდა მაშინ როდესაც დიდების გზას ადგა შინდისფერი საქართველო და ჰორიზონტზე უკვე ჩანდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, გამარჯვებული საქართველო! დროებით, მაგრამ მაინც გამარჯვებული!

 

მუდამ მემახსოვრები შენს ქრისტესმიერ ძმასთან ზვიად გამსახურდიასთან ერთად!

 

13 ოქტომბერს წვიმდა... წვიმდა დაკრძალვის დღესაც...

 

იქ მთაწმინდის აღმართზე მოგაცილებდა შენი ერი... „დიდი ილიას გვერდით დამკვიდრებულო“...“ - წერს ირაკლი შონია.

 

 

 

 

big_banner
არქივი