თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
ეს კურტანიძის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. თბილისში მიმდინარე ტურნირზე ფინალში კურტანიძე მონღოლ შურას დაეჭიდა.
„ეს გამარჯვება ჩემს სამშობლოს!“ - წერს ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში.
ლუკა კურტანიძეს სპორტულ კარიერაში, ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი (2002 თეირანი 96 კგ. 2003 ნიუ-იორკი 96 კგ) ამავე ტურნირზე ორჯერ ვერცხლის, ხოლო ერთხელ ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. გარდა ამისა, არის ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996; 1997; 1998; 2001; 2005) სულ კი კონტინენტის პირველობაზე ცხრა მედალი აქვს მოპოვებული (5-ოქრო; 3- ვერცხლი; 1 – ბრინჯაო).
ლუკა კურტანიძე, ასევე ოლიმპიური თამაშების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია (1996 ატლანტა; 2000 სიდნეი).
ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში 8 ოქტომბერს დაიწყო და 13-ში დასრულდა.