logo_geo
ოთარ აბესაძე: ძალიან საინტერესო ციფრები და საჭირო ინფორმაცია!!!
- +

27 თებერვალი. 2017. 18:43



„გააზიარეთ!!!

ძალიან საინტერესო ციფრები და საჭირო ინფორმაცია!!! რეალურად რაში იხარჯებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი.

 

პარტიამ „ახალი საქართველო" და ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს სხვადასხვა ევროპული დედაქალაქის მერიაში და შედარება მოიყვანა თბილისის მერიასთან", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე წერს და ლევან ხაბეიშვილს მიმართავს.

 

„ლევან, ნუ დაგავიწყდებათ ლონდონის, პრაღის, ბუდაპეშტის და ა.შ. მერიებში დასაქმებული ადამიანების პროფესიები.

 

მაგალითად, ამ „კოლოსალურ" რიცხვებს რომ ამბობ, არ გამოგრჩეს, ქალაქ თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ითვლება მერიის თანამშრომლად და ლონდონის ან პრაღის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ითვლება იქაური მერიის თანამშრომლად? იქნებ იქ დასუფთავება კერძო კომპანიებზეა მიბმული? იქნებ ჯერ ეს გაგერკვიათ? ყველაფერში პოლიტიკურ ქულებს ნუ ეძებთ.

 

ასევე რამდენიმეჯერ ასცდით რეალურ რიცხვს დედაქალაქის მერიაში მომუშავეებისა. მაგალითად, შენ ამბობ, რომ თბილისის მერიაში მუშაობს 5 700 საჯარო მოხელემდე და რეალურად მუშაობს 1 843 საჯარო მოხელე.

 

თქვენ ასევე ხშირად აპელირებთ პრემიების საკითხით. მინდა გითხრათ, რომ:

 

2012 წელი - პრემიის სახით გაცემულია 10 698 500 ლარი. 2013 წელი - პრემიის სახით გაიცა 17 110 500 ლარი.

 

2014 წელი - 15 833 800 ლარი.

 

მაშინ, როცა 2015 წელს, ჩვენ ეს თანხები გავანახევრეთ და პრემიის სახით გავეცით თქვენს მიერ გაცემული თანხების ნახევარზე ნაკლები - 8 893 000 ლარი. შემცირების მიუხედავად ვფიქრობ, რომ პრემია და წახალისება აუცილებელია, რადგან კოლოსალურია ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა შრომა.

 

თქვენ ასევე აპელირებთ გაზრდილი საშტატო ერთეულების საკითხით. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთვარობის ფორმირებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, სპეციალურად პარტიის აქტივისტებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიაში დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნა - კერძოდ:

 

შპს „თბილსერვის ჯგუფი" (16 პირი).

 

დავით იოსელიანი, ეკატერინე ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახნელიძე, გიორგი ქავთარაძე, მამუკა გაჩეჩილაძე, მამუკა ხერხეულიძე, ზაზა ციციშვილი, თამარ დათაშვილი, ალექსანდრე ფარულავა, გიორგი ავალიანი, ლევან ტალახაძე, ლიკა ბატატუნაშვილი, თეიმურაზ გველესიანი, გიორგი ფირცხალავა. საერთო ჯამში ხელფასის სახით გაიცა 382 500 ლარი.

 

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" (14 პირი).

 

გიორგი როინიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიგა ნასარიძე, ზაალ გამცემლიძე, გიორგი ასანიძე, აკაკი სეფერთელაძე, ხათუნა ოჩიაური, ლაშა დამენია, ნინო ლომიძე, ნინო შარაშიძე, ოთარ სირაძე, ლევან გახელაძე, გიორგი კიკნაველიძე. საერთო ჯამში ხელფასის სახით გაიცა 377 422 ლარი

 

შპს „სინათლის ქალაქი" (16 პირი).

 

ლაშა მაქაცარია, მაკა მეტრეველი, ქეთევან მჭედლიძე, ირმა ნებიერიძე, დავით ჯანიაშვილი, კობა ხაბაზი, გიორგი სულხანიშვილი, მამუკა სანებლიძ, ვლადიმერ ვარძელაშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, კონსტანტინე ბერიძე, ზაზა ბითაძე, თეა ქრისტესაშვილი, მირზა დავითაია, ანჟელა სოლნცევა, გიორგი რუხაია. საერთო ჯამში ხელფასის სახით გაიცა 397 422 ლარი.

 

შპს „ჰერმესი" (13 პირი).

 

გოჩა კუპრავა, დავით თოდრაძე, გიორგი იმნაძე, მამუკა თევზაძე, კახაბერ სუხიშვილი, ნუგზარ აბულაშვილი, ზურაბ კიკალეიშვილი, ელდარ კვერნაძე, გიორგი აბესალაშვილი, ლელა ჭკადუა, ზურაბ კოკილაშვილი, გიორგი ტაბიძე, იაკობ ზაქარეიშვილი. საერთო ჯამში ხელფასის სახით გაიცა 391 847ლარი.

 

იმედია, „დასაქმებულთა" სახელები და გვარები გეცნობათ. შეიძლება რომელიმე აღმოაჩინოთ საკუთარ პარტიაში ან პარტნიორ სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციაში. სანამ პასუხს მოსთხოვთ დედაქალაქის ხელისუფლებას, იქნებ საკუთარ თანაპარტიელებს გაესაუბროთ და მოისმინოთ აღნიშნული თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე", - წერს აბესაძე.




 

big_banner
არქივი