logo_geo
გიორგი გაბედავა: „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი“ მზადაა, დაიცვას თქვენი უფლებები
- +

27 თებერვალი. 2017. 18:50




„ბოლო პერიოდში შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სკანდალურად განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ მონიტორინგის ჩატარება მსხვილ ობიექტებზე, რადგან არის საშიშროება, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევასთან ერთად მოხდეს ბიზნესის დისკრედიტაცია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა წერს.


„იმის გამო, რომ ამ პროცესებმა არ გამოიწვიოს არც დასაქმებულთა და არც დამსაქმებელთა უფლებების დარღვევა და არ შემცირდეს ისედაც კატასტროფულად შემცირებული სამუშაო ადგილები, ვალდებულად ვთვლით ჩვენს თავს, ჩავატაროთ მონიტორინგი მსგავს ობიექტებზე. გვსურს, აქტიურად ჩავერთოთ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია-რეგულირებაში. ამ ვიდეოს გავრცელების მიზანია, სხვა ობიექტებმა ხელი არ შეგვიშალონ მონიტორინგის ჩატარებაში და გააცნობიერონ ის, რომ ეს აქტივობა არ ემსახურება მხოლოდ ერთი მხარის დაცვას და მიმართულია მთლიანად საზოგადოების დაცულობისკენ უმართავი პროცესებისგან, რომელიც ხელს აძლევს ბევრ პოლიტიკურ სუბიექტს. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ თუ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არ იქნება ჯანსაღი ურთიერთობა, ეს ნეგატიურად აისახება შიდა სამუშაო პროცესზე და მომხმარებელზე. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579 10 87 42 - გიორგი გაბედავა, საეა-ს თავმჯდომარე

 

„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი" მზადაა, დაიცვას თქვენი უფლებები!" - წერს გაბედავა.


 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი