logo_geo
ქუჩაში მიტოვებული ძაღლი პატრონს დღემდე, იმ ადგილას ელოდება, სადაც მიაბეს
- +

20 ოქტომბერი. 2019. 00:27

 

 

სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტო გავრცელდა, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაში, ღამის საათებში, ბოძზე მიაბეს და მიატოვეს.  ძაღლის ფოტოზე წერია, რომ  ბონის დასახლებაში ის ავტომობილით მიიყვანეს და მიატოვეს.

 

მოქალაქეებმა ძაღლი აუშვეს, თუმცა ის ადგილს არ ტოვებს და პატრონს ელოდება...  სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ მოქალაქეები და იმედოვნებენ, რომ მას ძაღლის მეპატრონეც ნახავს.

 

"გუშინ, ბონის დასახლებაში, თეთრი პაჯეროთი დატოვა მოქალაქემ ეს ძაღლი, ბოძზე მიბმული!!! მოქალაქეებმა აუშვეს, მაგრამ ის არ მიდის, პატრონს ელოდება ამ დრომდე!  გაავრცელეთ, იქნებ პატრონის ყურამდე მივიდეს" - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

 

საქართველოში, ოჯახებიდან ქუჩაში ძაღლებს ხშირად უშვებენ. ამას, ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებიც ამბობენ და მაწანწალა ძაღლებს შორის ჯიშიანი და ძვირადღირებული ძაღლების მატებაც ცხადყოფს.

 

რა ემართება ძაღლს, როცა მას პატრონი ტოვებს?

 

მიტოვებული ძაღლი განიცდის, ფსიქოლოგებისთვის ცნობილ, სამ სტადიას: პროტესტს, დარდსა და უგულველყოფას (მაგ: საკვებისადმი).

 

როდესაც პატრონი ძაღლს მისთვის უცხო ადგილზე ტოვებს, ის ცხოველი არ ცდილობს, აღიქვას გარშემო არსებული სიტუაცია, გაუნძრევლად ერთ ადგილას დგას ან უახლოვდება ყველა გამვლელ ადამიანს იმ იმედით, რომ პატრონს აღმოაჩენს.

 

მძიმედ აღიქვამენ მიტოვებას, რიგ შემთხვევებში არ ეგუებიან ფაქტს და იმ ადგილზე ელოდებიან პატრონის დაბრუნებას, სადაც ის დატოვეს. რიგ შემთხვევებში, უარს ამბობენ საკვებზეც.

 

ძაღლის დახრილი თავი, დაწეული ყურები და კუდიც - მის დარდს გამოხატავს. ყოფილა არა ერთი შემთხვევა, როდესაც ასეთი მდგომარეობა ცხოველის სიკვდილით დასრულებულა.

2018 წლის მონაცემებით, ბათუმში, 3950 მაწანწალა ძაღლია აღრიცხული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი