logo_geo
გელა ზედელაშვილი: სენსაცია!
- +

20 ოქტომბერი. 2019. 15:17

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სენსაცია!

 

ბრიტანელმა მკვლევარებმა გიორგი გახარიას წერილზე, რომელიც თავის დროზე მამუკა ხაზარაძეს გაუგზავნა, აღმოაჩინეს ბაგრატ III-ის, გიორგი I-ის, ბაგრატ IV-ის, გიორგი II-ის, დავით IV-ის, დემეტრე I-ის, დავით V-ის, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი IV-ის, რუსუდანის, დავით VII ულუს, დავით VI ნარინის, დემეტრე II-ის, ვახტანგ II-ის, დავით VIII-ის, ვახტანგ III-ის, გიორგი V-ის, დავით IX-ის, ბაგრატ V-ის, გიორგი VII-ის, კონსტანტინე I-ის, ალექსანდრე I-ის, ვახტანგ IV-ის, გიორგი VIII-ის, გიორგი გახარიას და სხვათა თითის ანაბეჭდები. სულ ფიქსირდება 120 ანაბეჭდი.

 

ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა წერილზე ასევე აღმოჩნდეს ალექსანდრე მაკედონელის, ნაპოლეონ ბონაპარტის, მაქსიმილიან რობესპიერის, იოსებ სტალინის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკანორ მელიას, ლევან ხაბეიშვილის, ზურაბ გირჩისთავისა და სხვა დიდი ადამიანების თითის ანაბეჭდები“, - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი