logo_geo
დავით ლილუაშვილი: ნაცსექტა ერთად უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში!
- +

21 ოქტომბერი. 2019. 15:26

 

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ცდილობენ საკუთარ ბუნებასთან კოლიზიაში არსებული ტერმინების თავის თავზე მორგებით აწარმოონ იაფფასიანი სპეკულაციები ევროპული კურსისა და ევროპული ფასეულობების ერთგულების შესახებ.

 

არადა, დასავლური კურსი და ევროპული ფასეულობები ნამდვილად არ გულისხმობს დესტრუქციულ და დანაშაულებრივ აქტივობებს.

 

ყველამ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა:

 

ადამიანთა მკვლელობა და წამება;

პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორება;

საკუთრებისა და ბიზნესის ხელყოფა;

მედიასაშუალების დახურვა ან მიტაცება.

 

ასევე ყველა კარგად ვხედავთ, რომ „ნაციონალები“ იმყოფებიან რა ოპოზიციაში, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს:

 

სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება;

დეზინფორმაციისა და ყალბი ნიუსების მიზანმიმართულად გავრცელება;

კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესახებ განცხადებები და ამ მხრივ კონკრეტული მოქმედებები.

 

ასევე ვხედავთ, აღნიშნულ აქტივობებს მხარს როგორ უჭერენ და ათათრებენ ის მედიასაშუალებები, არასამთავრობოები, აქტივისტები და ექსპერტები,  რომლებიც „ნაციონალების“ პოლიტიკურ ორბიტაზე იმყოფებიან... არა რა, ეს ნაცსექტა ერთად უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში!“ - წერს ლილუაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი